დალას მავერიქსი, კუპერ ფლეგი
Aa
Aa

ფლეგმა ისტორია დაწერა - ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი 50+ ქულით

„დალას მავერიქსის“ ფორვარდმა, კუპერ ფლეგმა, რომელიც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სადებიუტო სეზონს ატარებს, „ორლანდო მეჯიქთან“ მატჩში 51 ქულა ჩააგდო და გახდა ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი NBA-ის ისტორიაში, რომელმაც 50 ან მეტი ქულა დააგროვა.

ფლეგმა პარკეტზე 34 წუთი გაატარა, 9-დან 6 სამქულიანი, 21-დან 13 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. გარდა ამისა, ფლეგის ანგარიშზე 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა იყო.

კუპერ ფლეგი 19 წლისა და 103 დღისაა. აქამდე რეკორდი ბრენდონ ჯენინგს ეკუთვნოდა (20 წლისა და 52 დღის), რომელმაც 2009 წელს „მილუოკის“ მაისურით „გოლდენ სტეიტს“ 55 ქულა ჩაუგდო.

მატჩის შემდეგ ფლეგის პერფორმანსი „დალასის“ მწვრთნელმა, ჯეისონ კიდმა ასე შეაფასა:

„კუპერი საუკეთესო ახალბედა კალათბურთელი უნდა გახდეს. ეს წარმოუდგენელია - გულშემატკივრები ვერ ხედავენ იმას, რასაც ჩვენ ყოველდღე ვარჯიშზე ვხედავთ. ფლეგი უნიკალურია, ის ჯორდანის გვერდითაა, თუ გავიხსენებთ, როგორ თამაშობდა მაიკი თავის სადებიუტო სეზონში“.

ცნობისთვის, სადებიუტო სეზონში ჯორდანის საუკეთესო შედეგი „დეტროიტთან“ მატჩში ჩაგდებული 49 ქულა იყო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დონჩიჩი ტრავმირებულია - ლეიკერსი გამოკვლევების პასუხს ელოდება
დონჩიჩი ტრავმირებულია - ლეიკერსი გამოკვლევების პასუხს ელოდება