NBA: მამუკელაშვილის 10 ქულა და ტორონტოს გამარჯვება მემფისთან
გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა, რომელთაგან ჩვენს ინტერესს ქართველი ლეგიონერების მატჩები იწვევდა.
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ „მემფისთან“ ითამაშა და დამაჯერებლად 128:96 გაიმარჯვა. მამუმ 21 წუთი ითამაშა და ტრადიციულად აქტიურიც იყო. მისი მონაგარი 10 ქულა, 6 მოხსნა და 2 გადაცემა გახლდათ.
კანადელთა რიგებში ყველაზე მეტი 25 ქულა ბარეტმა ჩააგდო. „მემფისის“ რიგებში კი 30 ქულით გრეგორი ჯექსონი გამოირჩა.
„ტორონტო“ ამ გამარჯვების შემდეგ, აღმოსავლეთ კონფერენციაში 43 გამარჯვებითა და 34 მარცხით მე-6 ადგილს იკავებს.
თავისი შეხვედრა მოიგო გოგა ბითაძის „ორლანდომაც“, რომელმაც „დალასს“ 138:127 მოუგო.
12 წუთი ითამაშა და მორიგი მოკრძალებული შეხვედრა ჰქონდა ბითაძეს, რომელმაც მხოლოდ 2 ქულა, 4 მოხსნა და 2 გადაცემა მიითვალა.
„დალასს“ კუპერ ფლეგის 51 ქულიანმა თამაშმა ვერ უშველა. „ორლანდომ“ გუნდური კალათბურთი ითამაშა და პირველი სამი მეოთხედის შემდეგ თამაშს აზრი დაუკარგა.
ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში 41 მოგებითა და 36 მარცხით საპლეიოფო ზონაშია და მე-9 ადგილს იკავებს.
აქვე გეტყვით, რომ რეგულარული სეზონის დასრულებამდე 5 შეხვედრა რჩება.