ევროლიგა: შენგელიას 10 ქულა და ბარსელონას მარცხი ჟალგირისთან
ევროლიგის 35-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ სამმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა და კაუნასში „ჟალგირისთან“ 71:83 დამარცხდა.
პირველი სამი მეოთხედი თანაბრად მიმდინარეობდა, გადამწყვეტი დასკვნითი ათწუთეული გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 24:15 მოიგეს.
რაც შეეხება შენგელიას, თოკო როგორც ყოველთვის სასტარტოში იყო. ჯამში 25:39 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა, 4 მოხსნა, 3 გადაცემა და 2 ჩაჭრა გაიფორმა. 10-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 3-დან 2 საჯარიმო და ერთი არაზუსტი სამიანი ისროლა.
„ჟალგირისის“ მხრიდან საუკეთესო 18 ქულით მოუზეს რაითი იყო, ნაიჯელ უილიამს-გონსს 16 ქულა ჰქონდა. „ბარსას“ რიგებში კი ყველაზე მეტი 16 ქულა კევინ პანტერმა მიითვალა.
რეგულარული სეზონი 3 ტურის შემდეგ სრულდება. „ბარსელონა“ 20 მოგებითა და 15 მარცხით მე-8 პოზიციაზე იმყოფება და პლეი-ოფში მოხვედრის კარგ შანსებს ინარჩუნებს.
ევროლიგის მომდევნო ტურში კატალონიელები „პანათინაიკოსს“ (7 აპრილი) უმასპინძლებენ.