მარცხი საკრამენტოსთან | მამუკელაშვილმა 33 წუთში 17 ქულა დააგროვა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ „საკრამენტო კინგსს“ უმასპინძლა და 115:123 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 33:09 წუთი გაატარა, მისი მონაგარი კი 17 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება გახლდათ. სანდრომ 5-დან 3 სამქულიანი და 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო.
მატჩის MVP 28 ქულითა და 19 მოხსნით „საკრამენტოს“ ფორვარდი პრესიუს აჩიუვა გახდა. ამდენივე ქულა ჰქონდა დემარ დეროუზანს, მალიქ მონკი კი გუნდს 18 ქულით დაეხმარა.
რაც შეეხება „ტორონტოს“, კანადელთა რიგებში მამუკელაშვილზე მეტი ქულა მხოლოდ არ ჯეი ბარეტმა (20), კოლინ მიურეი-ბოილსმა (20) და იაკობ პოელტლმა ჩააგდეს (18).
42 მოგებითა და 34 წაგებით „ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციის მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს მამუკელაშვილის გუნდი 4 აპრილს, სტუმრად, „მემფისის“ წინააღმდეგ გამართავს.