გოგა ბითაძე
Aa
Aa

ბითაძის 4 ქულა და გაძევება - ორლანდომ ატლანტასთან წააგო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ატლანტა ჰოუქსს“ უმასპინძლა და 101:130 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი სათადარიგო იყო და პარკეტზე გატარებულ 15:25 წუთში 4 ქულა, 5 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება დააგროვა. მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე გოგამ „ატლანტას“ ცენტრის, ჯოკ ლენდეილის წინააღმდეგ იუხეშა, რისთვისაც ქართველი კალათბურთელი პარკეტიდან გააძევეს.

გაძევების ეპიზოდი

„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი ჯამალ კეინი იყო (17 ქულა, 1 მოხსნა), დესმონდ ბეინმა და ვენდელ კარტერ ჯუნიორმა კი 14-14 ქულა დააგროვეს. რაც შეეხება „ატლანტას“, ნიკელ ალექსანდერ-უოლკერმა 32 ქულას მოუყარა თავი, ჯეილენ ჯონსონს (18 ქულა, 14 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა) და დაისონ დენიელსს (15 ქულა, 13 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა) ორმაგი დუბლები ჰქონდათ.

40 მოგებითა და 36 წაგებით „მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციის მე-9 ადგილზეა. მომდევნო მატჩს გოგას გუნდი 4 აპრილს, სტუმრად, „დალასის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო ჩიკაგომ ჯეიდენ აივის კონტრაქტი გაუწყვიტა
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო ჩიკაგომ ჯეიდენ აივის კონტრაქტი გაუწყვიტა