ბრენდონ ინგრემი, სანდრო მამუკელაშვილი, არ ჯეი ბარეტი
Aa
Aa

16 ქულა, კარგი პროცენტი და 2 ჩატენვა | მამუკელაშვილის ტორონტომ დეტროიტთან წააგო

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის პირველადგილოსანთან, „დეტროიტ პისტონსთან“ დამარცხდა. კანადელებმა სტუმრად ითამაშეს და 116:127 წააგეს.

მამუკელაშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 22 წუთი გაატარა. ქართველი კალათბურთელი საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 16 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. სანდრომ მეტოქის კალათს კარგი პროცენტით შეუტია და 13-დან 7 ბურთი ჩააგდო — 9-დან 5 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი.

„ტორონტოს“ რიგებში მამუკელაშვილზე მეტი ქულა მხოლოდ არ ჯეი ბარეტმა და ბრენდონ ინგრემმა დააგროვეს. ბარეტმა 24 ქულა გააკეთა, ინგრემმა — 22. „დეტროიტის“ მხრიდან 31 ქულითა და 9 მოხსნით ჯეილენ დურენი გამოირჩა, დენის ჯენკინსმა 21 ქულა დააგროვა, დანკან რობინსონმა — 19.

ცნობისთვის, „ტორონტოს“ 42 მოგება და 33 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. „რეპტორსის“ მომდევნო მეტოქე „საკრამენტო კინგსია“, რომელსაც 2 აპრილს, საშინაო არენაზე დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუნდიდან მოკვეთა ემუქრება | ლუკაკუ ნაპოლის ვარჯიშზე არ გამოცხადდა
გუნდიდან მოკვეთა ემუქრება | ლუკაკუ ნაპოლის ვარჯიშზე არ გამოცხადდა