გოგა ბითაძე
Aa
Aa

გოგას 9 ქულა და 3 დაფარება | ორლანდომ კონფერენციის ლიდერს მოუგო

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო. გამთენიისას ქართველი კალათბურთელის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის პირველადგილოსანს, „დეტროიტ პისტონსს“ საშინაო არენაზე დაუპირისპირდა და 123:107 გაიმარჯვა.

ბითაძემ პარკეტზე 24 წუთი და 10 წამი გაატარა და აქტივში 9 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება ჩაიწერა. გოგამ 6-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მის პასივში 3 პერსონალური ჯარიმა და 2 დაკარგვა იყო.

„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 31 ქულა, პაოლო ბანკერომ გააკეთა. დესმონდ ბეინმა მატჩი 25 ქულით დაასრულა, ხოლო ჯეილენ საგსს 12 ქულა, 6 მოხსნა და 12 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. „დეტროიტის“ მხრიდან 18-18 ქულით ჯეილენ დურენი და დენის ჯენკინსი გამოირჩნენ.

აღსანიშნავია, რომ ბითაძის კონკურენტმა, უენდელ კარტერ ჯუნიორმა ტრავმა მიიღო და თამაში ვერ გააგრძელა. დაზიანების სიმძიმე ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მაგრამ იწერება, რომ სერიოზული არაფერი უნდა იყოს.

ცნობისთვის, „ორლანდოს“ 43 მოგება და 36 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა. რეგულარული სეზონის დასრულებამდე „მეჯიქს“ სამი მატჩი რჩება. ფლორიდელთა მომდევნო მეტოქე „მინესოტა ტიმბერვულვზია“, რომლის შემდეგაც „ჩიკაგო ბულსსა“ და „ბოსტონ სელტიქსს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რეალში გადასვლა მის თამაშზეა დამოკიდებული“ - სანიოლმა კვარაზე ისაუბრა
„რეალში გადასვლა მის თამაშზეა დამოკიდებული“ - სანიოლმა კვარაზე ისაუბრა