გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ვილიარეალის მარცხი ჟირონასთან - მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა

ესპანეთის ლა ლიგის 30-ე ტურის დასკვნით მატჩში, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ სტუმრად „ჟირონას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 1:0 დამარცხდა.

გიორგი მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ქართველი შემტევი მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა და გოლის გატანის რამდენიმე მცდელობაც ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, მიზანს ვერ მიაღწია.

მიქაუტაძის სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 32 შეხება, კარის მიმართულებით ორი დარტყმა, 14-დან 7 ზუსტი პასი, 1 საკვანძო პასი, 1 ვარდნა, ბურთის ორჯერ დაბრუნება, 4-დან 2 მოგებული ორთაბრძოლა. Sofascore-ს შეფასება - 6.5 ქულა.

ერთადერთი გოლი პირველ ტაიმის მიწურულს გავიდა. პაუ ნავარომ საკუთარ კარში გაიტანა, რაც საბოლოოდ „ჟირონასთვის“ გამარჯვების გოლი აღმოჩნდა.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ 25-ე შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

30 ტურის შემდეგ „ვილიარეალს“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 58 ქულა აქვს და მე-3 ადგილზე იმყოფება. მარსელინოს გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 აპრილს, სტუმრად „ატლეტიკ ბილბაოსთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რეალში გადასვლა მის თამაშზეა დამოკიდებული“ - სანიოლმა კვარაზე ისაუბრა
„რეალში გადასვლა მის თამაშზეა დამოკიდებული“ - სანიოლმა კვარაზე ისაუბრა