„ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არა ყველა დროის საუკეთესო“ - მორგანმა მესიზე ისაუბრა
ცნობილი ინგლისელი ჟურნალისტი პირს მორგანი მსოფლიოში პოპულარული რის შემდეგ გახდა ყველამ კარგად იცის - „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეორედ დატოვების მერე, კრიშტიანუ რონალდუმ ექსკლუზიური ინტერვიუ სწორედ მას მისცა და სკანდალურ ამბებზე ისაუბრა. რთული სათქმელია, მანამდეც იყო თუ არა მორგანი კრიშტიანუს ასეთი გულშემატკივარი, მაგრამ ფაქტია, ბოლო პერიოდში პორტუგალიელს მუდამ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ მოიხსენიებს, ხოლო ლიონელ მესის მხოლოდ კარგ ფეხბურთელს უწოდებს.
პირს მორგანი
ლიონელ მესი ნამდვილად ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არა ყველა დროის საუკეთესო - კრიშტიანუ რონალდუს არგენტინელზე გაცილებით მნიშვნელოვანი გოლები აქვს გატანილი. საუკეთესოობისთვის მუნდიალის მოგება აუცილებელი არ არის, ბოლოს და ბოლოს ჯორჯ ბესტს მსოფლიოს ჩემპიონატზე არასოდეს გაუმარჯვია, მაგრამ პელეს შემდეგ თავის ეპოქაში გამორჩეული გახლდათ.
როდესაც „ბარსელონაში“ იყო, მას გვერდს მსოფლიო დონის ფეხბურთელები უმშვენებდნენ და ისიც კარგად თამაშობდა. კატალონიიდან წასვლის შემდეგ კი, ისეთი მაგარი ნამდვილად აღარ იყო. ამ დროს გადაავლეთ თვალი კრიშტიანუს კარიერას - „მანჩესტერში“ მივიდა და ჩემპიონი გახდა, „რეალში“ ლა ლიგასთან ერთად ჩემპიონთა ლიგა რამდენჯერმე მოიგო, „იუვენტუსში“ გადასულმა კი ყველა შიდა ტურნირზე გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე ლიონელ მესის ანგარიშზე ორ შეხვედრაში 5 გოლია, ხოლო კრიშტიანუ რონალდუს აქტივში ასევე ორ ტურში 2 გოლი. მთლიანად კარიერაში „ელ მონგოლიკოს“ ანგარიშზე - 916 გოლია, ხოლო 41 წლის პორტუგალიელმა 975-ჯერ გამოიჩინა თავი.