ჯეიმი კარაგერი, კოულ პალმერი
Aa
Aa

კარაგერი: განის წინააღმდეგ პალმერის მსგავსი ჯადოქარი დაგვაკლდა

„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე განასთან ფრის (0:0) ფონზე ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში კოულ პალმერის არყოფნის შესახებ ისაუბრა.

„თუ რომელიმე მატჩმა გაუსვა ხაზი იმას, თუ რატომ იყო ტომას ტუხელის გადაწყვეტილება „ჩელსის“ ნახევარმცველის სახლში დატოვების შესახებ სარისკო და საკამათო, ეს განასთან უგოლო ფრეა.

აი სცენარი, რომელსაც საერთაშორისო დონეზე ასე ხშირად ვხედავთ. ინგლისი ვერ უტანს ვერცერთ გოლს გუნდს, რომელიც ღრმად იცავს თავს და ჩვენ გვჭირდება ვიპოვოთ რაიმე ჯადოსნური საშუალება მათი დაცვის გასატეხად.

ამისთვის ჯადოქარია საჭირო და იმ მომენტიდან, რაც ტუხელმა შემადგენლობა შეარჩია, გვაშფოთებდა ის, რომ მან თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა 10 ნომრის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელი, რომელიც ყველა საუკეთესო ილეთს ფლობს.

ტუხელს ასეთი გადაწყვეტილებისთვის თავისი მიზეზები აქვს - ჩვენ მათ პატივს ვცემთ. მას შეეძლო ხორვატიასთან გამარჯვების შემდეგ ეთქვა, რომ პალმერის არყოფნა არავის უხსენებია.

ეს სიმართლეა, მაგრამ ტაქტიკური უპირატესობები, რომლებიც პირველ თამაშში აშკარა იყო, დიდწილად დაკავშირებული იყო მეტოქესთან, რომელიც ბურთის ფლობაში დომინირებისკენ ისწრაფვოდა - მეტოქესთან, რომელიც უფრო მეტად შეეფერებოდა პრემიერლიგის სტილში თამაშის ტუხელისეული გეგმის რეალიზებას.

ინგლისს შეეძლო მაღალი ენერგიულობის დემონსტრირება, რათა ბურთი წაერთმია და სწრაფად შეეტია.

ისეთი მატჩები, როგორიც განასთანაა, ყოველთვის უფრო თვალსაჩინო იყო იმ თვალსაზრისით, გვჭირდება თუ არა რაღაც სხვა სათადარიგოთა სკამზე“,

- მიიჩნევს ჯეიმი კარაგერი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები