იურგენ კლოპი, კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

„წარმოუდგენელია, რომ კრიტიკაზე ამ ასაკშიც ბრაზდება“ - კლოპი რონალდუთი აღფრთოვანებულია

იურგენ კლოპმა ლეო მესის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუს შესახებაც ისაუბრა და 41 წლის პორტუგალიელის თამაშზე თავისი მოსაზრებები გააზიარა.

„როგორც მაყურებელი, ცოტა არ იყოს მოჯადოებული ვარ, რადგან რონალდუ და ლიონელ მესი ბოლო 10-15 წლის საუკეთესო ფეხბურთელები არიან.

შესანიშნავი იყო იმის დანახვა, თუ როგორ უპასუხა 41 წლის რონალდუმ ასე ნათლად და ენერგიულად პირველი თამაშის შემდეგ, რომელშიც ის მკაცრად გააკრიტიკეს - ეს მეც კი შევნიშნე. ამით ძალიან გახარებული ვიყავი.

წარმოუდგენლად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ კრიშტიანუს ასაკში ის კვლავ ძალიან განიცდის, როცა რაღაც არ გამოსდის, მისი რეაქცია კი - კიდევ უფრო შთამბეჭდავია“,

- განაცხადა იურგენ კლოპმა.

რონალდუმ უზბეკეთის წინააღმდეგ მატჩში (5:0) დუბლი შეასრულა. ეს მას შემდეგ, რაც ტურნირის პირველ თამაშში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან (1:1) შედეგიანი მოქმედებების გარეშე დარჩა. კრიშტიანუმ კრიტიკოსებს კვლავ გატანილი გოლებით უპასუხა და ეს ძალიან ემოციურად გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები