ინიგო პერესი
Aa
Aa

ოფიციალურად | გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალს ახალი მწვრთნელი ჰყავს

გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ კლუბი ინიგო პერესმა ჩაიბარა. მას 2029 წლის ივნისამდე გათვლილი ხელშეკრულება გაუფორმეს.

„ინიგო პერეს სოტო (პამპლონა, ნავარა, 18 იანვარი, 1988 წელი) ახალგაზრდა ესპანელი მწვრთნელია, რომელიც მანამდე „რაიო ვალეკანოს“ ხელმძღვანელობდა. „რაიოს“ მწვრთნელის რანგში ინიგომ გუნდი უეფას კონფერენს ლიგის ფინალში გაიყვანა (25/26 სეზონში) და კლუბის ისტორიაში, უმაღლეს დივიზიონში დაკავებული ყველაზე მაღალი ადგილი გაიმეორა (მერვე 2024/25 წლების სეზონში).

მისი სამწვრთნელო კარიერა სწორედ „რაიო ვალეკანოში“ დაიწყო, სადაც ის ანდონი ირაოლას ასისტენტად მუშაობდა. როდესაც ირაოლა ინგლისში გადავიდა, ბიუროკრატიული პრობლემების გამო ინიგო პერესმა მასთან წასვლა ვერ შეძლო და საბოლოოდ, 2024 წლის თებერვალში, მადრიდული კლუბი ჩაიბარა.

სამწვრთნელო ასპარეზზე ამ ბრწყინვალე და იმედისმომცემი კარიერის გარდა, ინიგო პერესი პროფესიონალი ფეხბურთელიც იყო. მოთამაშის სტატუსით ის იცავდა „ბილბაოს“ „უესკას“, „მალიორკას“, „ნუმანსიასა“ და „ოსასუნას“ ღირსებას — ამ უკანასკნელში მან კარიერა 2022 წელს დაასრულა“, — ნათქვამია „ვილიარეალის“ განცხადებაში.

ცნობისთვის, ინიგო პერესის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება და თბილისის დროით, 20:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს საუკეთესო შემტევები | რომელზეა კვარა Kicker-ის გამოკითხვაში
მსოფლიოს საუკეთესო შემტევები | რომელზეა კვარა Kicker-ის გამოკითხვაში