ხვიჩა კვარაცხელია, ვილი სანიოლი
Aa
Aa

„რეალში გადასვლა მის თამაშზეა დამოკიდებული“ - სანიოლმა კვარაზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანილმა Erem News-თან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და მისი მომავალი განიხილა. სანიოლი მიიჩნევს, რომ ხვიჩა სეზონის დასრულების შემდეგ პრემიერ ლიგაში არ გადავა.

რას ამბობს ვილი სანიოლი:

„ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ, მაგრამ ამჟამად ის კონცენტრირებულია „პარი სენ-ჟერმენზე“ და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ცდილობს. არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე პრემიერ ლიგაში გადასვლის იდეა დღის წესრიგში იდგეს.“

„რაც შეეხება მადრიდის „რეალში“ მის გადასვლასთან დაკავშირებულ ჭორებს, ეს მის თამაშზეა დამოკიდებული. თუ ის კვლავაც ასე ბრწყინვალედ ითამაშებს, ბუნებრივია, სხვა კლუბებიც დაინტერესდებიან მისით, თუმცა ამ მომენტისთვის ის პარიზში ბედნიერია.“

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს, ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულს“ დაუპირისპირდება. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უოტფორდის ფრე ჩარლტონთან - ჩაკვეტაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო
უოტფორდის ფრე ჩარლტონთან - ჩაკვეტაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო