უოტფორდის ფრე ჩარლტონთან - ჩაკვეტაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო
ინგლისის ჩემპიონშიფის მორიგ ტურში, გიორგი ჩაკვეტაძისა და საბა გოგლიჩიძის „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „ჩარლტონს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.
ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინნენ და შეუცვლელად ითამაშებს. გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდში“ ერთ-ერთი გამორჩეული იყო და თავის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა. 26 წლის შემტევს გოლის გატანის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, თუმცა საბოლოო მიზნამდე ცოტა დააკლდა.
ჩაკვეტაძემ კარის მიმართულებით 5-ჯერ დაარტყა. აქედან ორჯერ მეკარემ აუღო, ორი დარტყმა არაზუსტი იყო, ერთიც კი მცველმა დაბლოკა.
გიორგის მომენტები:
ქართველი შემტევის საბოლოო სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 67 შეხება, 40-დან 44 ზუსტი პასი, 10 საკვანძო პასი, 11-დან 4 ზუსტი ჩაწოდება, 3-დან 2 წარმატებული დრიბლინგი, 2 მოგებული ორთაბრძოლა, 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა, ბურთის 7-ჯერ დაბრუნება. Sofascore-ს შეფასება - 7.9 ქულა („უოტფორდში“ მეორე).
რაც შეეხება საბა გოგლიჩიძეს, ქართველმა მცველმა დაცვაში ოთხი მნიშვნელოვანი მოქმედება განახორციელა - სახიფათო სიტუაცია ოთხჯერ განმუხტა, 3 ორთაბრძოლა მოიგო, 2 საჰაერო დუელი მოიგო. კარისკენ ერთი არაზუსტი დარტყმა ჰქონდა, 32-დან 29 ზუსტი პასი გააკეთა, 9-დან 6 ზუსტი პასი. Sofascore-ს შეფასება - 6.9 ქულა.
რაც შეეხება გოლებს, ანგარიში სტუმრებმა 62-ე წუთზე, გოდენის გოლით გახსნეს, „უოტფორდმა“ კი წონასწორობა 74-ე წუთზე, ირანკუნდას გოლით აღდგინა.
41 ტურის შემდეგ „უოტფორდს“ 57 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 11 აპრილს, სტუმრად „ოქსფორდთან“ გამართავს.
რაც შეეხება ქართველების სტატისტიკას, გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში 25-ე მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 3 საგოლე გადაცემაა. საბა გოგლიჩიძემ კი 9 მატჩში მოირგო „უოტფორდის“ მაისური.