ვილი სანიოლი
Aa
Aa

„ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ...“ - სანიოლი საქართველოს ნაკრებში მომავალზე

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა Erem News-თან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა და გუნდის პროგრესი შეაფასა.

ვილი სანიოლი:

საქართველოს ნაკრებში მუშაობის გამოცდილებაზე:

„ეს ხანგრძლივი პროცესი იყო. ახლა, ხუთი წლის შემდეგ, ვხედავთ, რომ პროგრესი აბსოლუტურად გასაოცარია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო ფორმას მივაღწიეთ. ეს ყველასთვის დაუჯერებელი გამოცდილება იყო. თუმცა, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ვფიქრობ, ეროვნული ნაკრების ბრწყინვალე თამაშმა უამრავ ქართველ ფეხბურთელს მისცა შესაძლებლობა, უფრო ცნობილები გამხდარიყვნენ და ასევე, უკეთეს კლუბებში გადასულიყვნენ, ვიდრე მანამდე იყვნენ.“

საქართველოში დარჩენასა და სხვა შეთავაზებებზე, მათ შორის საუდის არაბეთიდან:

„ფეხბურთის სამყარო მუდმივად იცვლება და რა თქმა უნდა, ნაკრების კარგი თამაშის გამო, მივიღე გარკვეული შეთავაზებები, განსაკუთრებით ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. მაგრამ ჯერ კიდევ მინდა ცოტა ხნით საქართველოში დარჩენა, რადგან ვთვლი, რომ შემდგომი განვითარებისთვის კიდევ არის სივრცე. პატივისცემის ნიშნად ყველას ვესაუბრე, მაგრამ კლუბებს ვუთხარი, რომ ამ მომენტში წასასვლელად მზად არ ვარ, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, კიდევ ცოტა ხნით საქართველოში დარჩენა მინდა.“

ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე:

„ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ, მაგრამ ამჟამად ის კონცენტრირებულია „პარი სენ-ჟერმენზე“ და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ცდილობს. არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე პრემიერ ლიგაში გადასვლის იდეა დღის წესრიგში იდგეს. რაც შეეხება მადრიდის „რეალში“ მის გადასვლასთან დაკავშირებულ ჭორებს, ეს მის თამაშზეა დამოკიდებული. თუ ის კვლავაც ასე ბრწყინვალედ ითამაშებს, ბუნებრივია, სხვა კლუბებიც დაინტერესდებიან მისით, თუმცა ამ მომენტისთვის ის პარიზში ბედნიერია.“

2026 წელს საქართველოს ნაკრებმა მარტში ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა - 26 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ისრაელის ნაკრებთან, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა და 29 მარტს, სტუმრად ლიეტუვასთან, რომელშიც ვილი სანიოლის გუნდმა 2:0 გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ შანსს ორივე ხელით უნდა ჩაეჭიდოს“ - ფრიდელმა მამარდაშვილზე ისაუბრა
„ამ შანსს ორივე ხელით უნდა ჩაეჭიდოს“ - ფრიდელმა მამარდაშვილზე ისაუბრა