ჰარი კეინი, კილიან მბაპე, ფაბიან რუისი, ლამინ იამალი
Aa
Aa

„ისინი კილიანს და ლამინს აღემატებიან“ - კანისარესი ოქროს ბურთზე

„ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის გამოსავლენად ჩატარებული გამოკითხვა დასრულებულია. როგორც სხვადასხვა სპორტული გამოცემების ჟურნალისტებმა, ასევე ეროვნული ნაკრების მწვრთნელებმა და კაპიტნებმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს, თუმცა საბოლოო შედეგები მხოლოდ 26 ოქტომბერს, ლონდონში დაგეგმილ გალა-საღამოზე გამოცხადდება. იქამდე კი აზრს ვეტერან ფეხბურთელებსა და საფეხბურთო ექსპერტებს ეკითხებიან. ამჯერად მედიის ყურადღების ცენტრში წარსულში ცნობილი ესპანელი მეკარე სანტიაგო კანისარესი აღმოჩნდა, რომელმაც ფავორიტებს შორის სამწუხაროდ ხვიჩა კვარაცხელია არ დაასახელა და საკმაოდ საინტერესო, არაპოპულარული კომენტარი გააკეთა.

სანტიაგო კანისარესი

მე დავასახელებ იმ ფეხბურთელებს, რომელთაც უფლება რომ მქონდეს, ხმას აუცილებლად მივცემდი. ესენი არიან ფაბიან რუისი და ჰარი კეინი. ხალხი ლაპარაკობს მბაპეზე და იამალზე, მაგრამ იმას, რასაც ფაბიანმა და ჰარიმ მიაღწიეს, ამის გაკეთება კილიანისთვის და ლამინისთვის მერწმუნეთ წარმოუდგენელია. ვინც ფეხბურთში სიღრმისეულად ერკვევა, მიხვდება რასაც ვგულისხმობ.

ცნობისათვის, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და ამ ტურნირზე გამართულ 17 შეხვედრაში თავი 10 გოლითა და 6 საგოლე პასით გამოიჩინა, ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო პრიზის მოგების ერთ-ერთი კანდიდატია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოქროს ბურთს რამდენიმე წელია ვიმსახურებ“ - იამალის ამბიციური განცხადება
„ოქროს ბურთს რამდენიმე წელია ვიმსახურებ“ - იამალის ამბიციური განცხადება