კალათბურთელთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი გარდაიცვალა
Aa
Aa

კალათბურთელთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი გარდაიცვალა

62 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ზურა ტომარაძე გარდაიცვალა.

ზურაბ ტომარაძე წლების განმავლობაში საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ნაკრების გარდა, ეროვნული ჩემიონატისა და სუპერლიგის მონაწილე წამყვან გუნდების („ვითა“, „რუსთავი“, „შსს აკადემია“, სტუ) მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მან ლეგენდარული ლევან მოსეშვილი შეცვალა და მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა 2003 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა.

ტომარაძე ასევე გახლავთ პირველი მწვრთნელი, რომლის გუნდმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქვეყნის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში 0:2-დან გამარჯვება შეძლო (1998 წელი: ფინალი - ვითა 3:2 რუსთავის აზოტი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები