საბა ჩხეტიანი
Aa
Aa

„მოხარული ვართ, რომ ჩვენ აგვირჩია“ - საბა ჩხეტიანს დიდ ევროპულ მომავალს უწინასწარმეტყველებენ

17 წლის საბა ჩხეტიანი პერსპექტიული ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

ჩხეტიანს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში დებიუტი რამდენიმე დღის წინ, ყაზახეთის ნაკრებთან ჰქონდა და პირველივე მატჩში გოლის გატანაც შეძლო.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ 17 წლის ტალანტის ინტერესებს ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი საფეხბურთო სააგენტო, First-ი დაიცავს და ქართველ ფეხბურთელს ევროპაში გადასვლაში დაეხმარება. ეს დიდწილად თავად საბა ჩხეტიანზე იქნება დამოკიდებული, თუმცა First-ში ამბობენ, რომ ჩხეტიანს ევროპულ ფეხბურთში თავის დამკვიდრების უდიდესი პოტენციალი გააჩნია.

„დიდი სიხარულით მივესალმებით ჩვენს გუნდში საბა ჩხეტიანს შემოერთებას. იგი არის 2008 წელს დაბადებული ქართველი ფეხბურთელი, რომელიც საფეხბურთო კლუბ „სამგურალში“ ძირითადად მარცხენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა მარჯვენა ფლანგზეც კომფორტულად გრძნობს თავს.

ის გამორჩეული ტექნიკური თვისებების მქონე მოთამაშეა. ბუნებრივად მემარჯვენეა, მაგრამ მარცხენა ფეხსაც დამაჯერებლად იყენებს. ის არის სწრაფი, გამოირჩევა ძლიერი ფიზიკური გამძლეობით და განსაკუთრებით დახელოვნებულია მცირე სივრცეებში თამაშით. შეტევას ხშირად მარცხენა ფლანგიდან იწყებს და ცენტრისკენ, თავის მარჯვენა ფეხზე ინაცვლებს. გარდა ამისა, იგი თანაგუნდელებისთვის ბურთის ზუსტად ჩაწოდების ოსტატია. ეს თვისებები შეუმჩნეველი არ დარჩენია საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს, რომლის მთავარმა მწვრთნელმაც ეროვნული გუნდის ღირსების დასაცავად ახლახან გამოიძახა.

ეჭვგარეშეა, რომ მას აქვს ყველა მონაცემი, რათა ბრწყინვალე ფლეიმეიქერი გახდეს და მოხარულები ვართ, რომ საკუთარი სპორტული კარიერის ერთად ასაშენებლად ჩვენ აგვირჩია. მოგესალმებით First-ის ოჯახში, საბა“, - ნათქვამია First-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

View this post on Instagram

A post shared by FIRS1 (@firs1.sports)

„საბა ჩხეტიანი პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც ევროპის ერთ-ერთ წამყვან სააგენტო First-თან ითანამშრომლებს. მისი აგენტი მარკო ბუზიელო იქნება, რომელიც როგორც იტალიაში, ისე ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აგენტია. კარიერაში 100-ზე მეტი ტრანსფერი აქვს გაკეთებული და ჩხეტიანს ნამდვილად დიდი მომავალი აქვს. საბას ბოლო სამ თვეში ძალიან დიდი პროგრესი აქვს. „სამგურალმა“ პირველად წაიყვანა თურქულ შეკრებაზე და უზბეკურ, ყაზახურ და მოლდოვურ გუნდებთან ზედიზედ სამ თამაშში სამი გოლი გაიტანა. შემდეგ 19-წლამდე ნაკრებშიც დაუძახეს და ძალიან მაგარი დებიუტი ჰქონდა. ეს იყო გადამწყვეტი ფაქტორი იყო First-ისთვის, რათა ის გამხდარიყო პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომლის ინტერესებსაც დაიცავენ“, - აცხადებს Crystalsport-თან საუბრისას New Way-ის წარმომადგენელი, დავით მორგოშია, რომელიც საქართველოში სააგენტო First-თან თანამშრომლობს.

ცნობისთვის, საბა ჩხეტიანს წყალტუბოს „სამგურალში“ დებიუტი Crystalbet ეროვნული ლიგის გასულ სეზონში ჰქონდა, სადაც 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მიმდინარე სეზონში კი 17 წლის ფეხბურთელმა „სამგურალის“ მაისური ორ შეხვედრაში მოირგო. ამასთან, საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემდაგნელობაში 2 შეხვედრა ჩაატარა, ორივე ყაზახეთთან და ერთი გოლიც გაიტანა.

საბა ჩხეტიანი

ასევე, გეტყვით, რომ სხვადასხვა წლების განმავლობაში First-ი ევროპული კარიერის მოწყობაში ისეთ ფეხბურთელებს დაეხმარა, როგორებიც არიან ალისონ ბეკერი, ალვარო მორატა, დანი ოლმო, იოშკო გვარდიოლი, ფრანჩესკო აჩერბი, ნიკოლო ძანიოლო, რაულ ალბიოლი და სხვები. სააგენტოს ევროპის ტოპ ჩემპიონატებში 100-ზე მეტი გარიგება აქვს განხორციელებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
New Way - ახალი სააგენტო, რომელიც ქართველ ტალანტებს ტოპ-ლიგებში გადასვლაში დაეხმარება
New Way - ახალი სააგენტო, რომელიც ქართველ ტალანტებს ტოპ-ლიგებში გადასვლაში დაეხმარება