ფლორენტინო პერესი, ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

კონტრაქტი 2+1 სისტემით და სატრანსფერო სამიზნეები - მოურინიოს პირობები რეალში

ჟოზე მოურინიო „რეალს“ არ ჩაიბარებს, თუ ფლორენტინო პერესი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდება.

As-ის ინფორმაციით, მოურინიომ, რომელიც ახლა „ბენფიკას“ წვრთნის, მადრიდულ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი შეათანხმა, ლა ლიგის მოგების შემთხვევაში კი ხელშეკრულების კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივება იქნება შესაძლებელი. პორტუგალიელი ეგრეთწოდებულ 2+1 კონტრაქტს მოაწერს ხელს.

წყაროს ცნობით, შეთანხმებაზე ხელმოწერა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე გადაიდო. თუ პერესს ხელახლა არ აირჩევენ, მოურინიო იმ კლუბებიდან ერთ-ერთს ჩაიბარებს, რომლებისგანაც შეთავაზება უკვე მიიღო. მას „ბენფიკაში“ დარჩენა არ სურს.

მოურინიოს სატრანსფერო მოთხოვნებიც შედგენილი აქვს. „განსაკუთრებულს" პირველ რიგში დაცვის ცენტრისა და მარჯვენა ფლანგის გაძლიერება სურს. ასევე, „რეალმა" უნდა დაიმატოს საყრდენ ზონაში მოქმედი ნახევარმცველი, რომელიც ბურთის ამოტანასა და თამაშის კონტროლზე იქნება პასუხისმგებელი.

შეგახსენებთ, რომ „რეალის“ პრეზიდენტის მომავალ არჩევნებში პერესის მეტოქე ენრიკე რიკელმე იქნება. მისი კანდიდატურა გასულ კვირას დამტკიცდა. მიუხედავად ყველაფრისა, ფავორიტად მაინც დონ ფლორენტინო რჩება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები