დინამო ბათუმი, სპაერი
Aa
Aa

დინამო ბათუმის 6-მატჩიანი წაუგებელი სერია - სპაერმა მეშახტეს აჯობა

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-15 ტური ორი შეხვედრით დასრულდა. „დინამო ბათუმმა“ საკუთარ სტადიონზე „რუსთავს“ უმასპინძლა, მინიმალური სხვაობით 1:0 გაიმარჯვა და წაუგებელი სერია 6 მატჩამდე გაზრდა. სამი ქულის მომტანი გოლი ცვლილებაზე შესვლიდან ზუსტად ექვს წუთში გიორგი კოხრეიძემ გაიტანა, რომელმაც წულუკიძე-ლაკვეხელიანის ულამაზესი კომბინაცია დააგვირგვინა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რამაზ სვანაძეს ახალგაზრდულ ნაკრებში ტყუილად არ გამოუძახებია.

„მიხეილ მესხი 2“-ზე Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში წელს გადმოსული კლუბების, „სპაერისა“ და „მეშახტეს“ დაპირისპირება შედგა, სადაც მასპინძლებმა ტყიბულელები 2:1 დაამარცხეს. პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში თავური დარტყმით ანგარიში თამაზ ცეცხლაძემ გახსნა, ხოლო 85-ეზე ნიკოლოზ ჩაგუნავამ მასპინძლების უპირატესობა ორბურთიანი გახადა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც სტუმრებმა შეძლეს, უკანასკნელ წუთზე დიმიტრი ღურწკაიას მიერ რეალიზებული პენალტია.

 

ცნობისათვის, 15 ტურის შემდეგ Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგას 27 ქულით „იბერია“ ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ „ტორპედოს“ მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს. მომდევნო ტურის შეხვედრები 28-30 მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კორღალიძემ ცუდად დაიწყო - დილას ორი მარცხი სამ ტურში
კორღალიძემ ცუდად დაიწყო - დილას ორი მარცხი სამ ტურში