იბრას მილანში ჩავის ხილვა სურს - განიხილება ირაოლას კანდიდატურაც
მასიმილიანო ალეგრის დათხოვნის შემდეგ, „მილანი“ შესაძლოა ჩავი ერნანდესმა ჩაიბაროს.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, „ბარსელონას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელის კანდიდატურას „როსონერის“ მფლობელთა საბჭოს მრჩეველი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ლობირებს.
„მილანის“ ხელმძღვანელობა გეგმავს, დანიშნოს შეტევითი სათამაშო სტილის მქონე თანამედროვე მწვრთნელი. მაგალითად მოჰყავთ „კომო“ ფრანსესკ ფაბრეგასის ხელმძღვანელობით.
ასევე, Sky Sports-ზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ „მილანი“ განიხილავს ანდონი ირაოლას კანდიდატურასაც, რომელმაც ამ სეზონის დასრულების შემდეგ „ბორნმუთი“ დატოვა.
ჩავი, თუ ირაოლა? პარალელი ფაბრეგასთან და ესპანური მოდელი „მილანში“. თუმცა, განსხვავება დიდწილად იმაში მდგომარეობს, თუ ვინ დგას მწვრთნელის ზემოთ. რადგან ფაბრეგასს „კომოში“ თავისი ხელმძღვანელობა სრულად უჭერს მხარს. იქნება კი „მილანის“ შემთხვევაშიც ასე?
„როსონერიში“ ბოლო დროს არსებული ქაოსი, არა რომელიმე მწვრთნელის ან ფეხბურთელის ბრალია, არამედ კლუბის მმართველების მიერ საოცრად არასწორად გადადგმული ნაბიჯების.