დილა, ლევან კორღალიძე
Aa
Aa

კორღალიძემ ცუდად დაიწყო - დილას ორი მარცხი სამ ტურში

უკვე მესამე ტურია „დილას“ ლევან კორღალიძე ამზადებს, თუმცა ახალგაზრდა სპეციალისტმა ჯერჯერობით გორის გუნდს ვერაფერი უშველა და სამი თამაშიდან კლუბმა ორი წააგო. თუ ქუთაისში „ტორპედოსთან“ მარცხი და საკუთარ მოედანზე „დინამო თბილისთან“ ფრე ტრაგედია არ გახლდათ, Crystalbet ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ „გაგრასთან“ 0:2 წაგება საკმაოდ მძიმედ მისაღებია.

„პეტრიაშვილი არენაზე“ გამართულ შეხვედრაში მასპინძლები 64-ე წუთზე კლაუდინეიმ დააწინაურა, თუმცა ამ ეპიზოდში უნდა აღინიშნოს, რომ გორელების მეკარესა და კაპიტანს, დავით კერესელიძეს უკეთ თამაში მართებდა. 81-ე წუთზე ჟოაუ არაუჟომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და „დილა“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, რაც „გაგრამ“ ზუსტად ხუთ წუთში გამოიყენა და უკრაინელმა ფორვარდმა ანდრე ანდრეიჩუკმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.


Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-15 ტური ხვალ სამი შეხვედრით დასრულდება - „სამგურალი“ – „იბერია“ სტარტს 19:00 საათიდან აიღებს, ხოლო „სპაერი“ – „მეშახტე“ და „დინამო ბათუმი“ – „რუსთავი“ 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხარისხი დაგვაკლდა, მუშაობას განვაგრძობთ“ - ქეცბაიას და შუსტერის კომენტარები
„ხარისხი დაგვაკლდა, მუშაობას განვაგრძობთ“ - ქეცბაიას და შუსტერის კომენტარები