თემურ ქეცბაია, დინამო თბილისი, ქუთაისის ტორპედო
Aa
Aa

ქეცბაიას პირველი მარცხი - ქართული დერბი ტორპედომ მოიგო

Crystalbet ეროვნული ლიგის მე-15 ტურის ცენტრალურ მატჩში, „დინამო არენაზე“ თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „დინამო“ ქართულ დერბიში ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა.

ერთადერთი გოლი ფელიპე პირესმა გიორგი არაბიძის პასით გაიტანა, რითაც თავის გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

„დინამოში“ დანიშვნის შემდეგ, თემურ ქეცბაიასთვის ეს პირველი მარცხი იყო. ქეცბაიას ხელმძღვანელობით, თბილისურმა კლუბმა მე-7 მატჩი ჩაატარა - 4 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და დღეს პირველად დამარცხდა.

15 ტურის შემდეგ „ტორპედო“ Crystalbet ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 26 ქულით მეორე ადგილს იკავებს, „დინამო თბილისი“ კი 22 ქულით მე-4 პოზიციაზეა.

მომდევნო ტურში „დინამო“ ტყიბულის „მეშახტეს“ ესტუმრება, „ტორპედო“ კი საკუთარ მოედანზე „გაგრას“ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თუ ასე გააგრძელებს, ოქროს ბურთს მოიგებს | სანიოლი კვარათი აღფრთოვანებულია
თუ ასე გააგრძელებს, ოქროს ბურთს მოიგებს | სანიოლი კვარათი აღფრთოვანებულია