კლუბის დაუდევრობა - ნოდარ ლომინაძე შვეიცარიის საზღვარზე დააკავეს
საქართველოს ნაკრებისა და პორტუგალიური „ეშტორილის“ ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე შვეიცარიის საზღვარზე დააკავეს.
ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს. წყაროს თანახმად, ლომინაძე პორტუგალიაში დაბრუნებისას შვეიცარიის საზღვარზე დააკავეს და 24 საათი იზოლატორში გაატარა.
ამ ყველაფრის მიზეზი პორტუგალიური კლუბის შეცდომა იყო. „ეშტორილმა“ ფეხბურთელს სამუშაო ვიზის თარიღები შეცდომით გაუკეთა, რის შემდეგაც ავტომატურად ლომინაძემ ევროკავშირის სასაზღვრო წესები დაარღვია.
ამჟამად კლუბი ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად საბუთებში არსებული შეცდომა გამოასწორონ და ფეხბურთელი გუნდს დაუბრუნდეს. იქამდე კი ლომინაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საელჩოს ჩართულობით საქართველოში დაბრუნდა და საბუთების მოგვარებამდე ვარჯიშს აქ გააგრძელებს.
მიმდინარე სეზონში 23 წლის ნახევარმცველმა „ეშტორილის“ რიგებში 14 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ბოლოს მან 25 იანვარს ითამაშა, რის შემდეგაც მოედანზე აღარ გასულა.