გიორგი ქოჩორაშვილი, ლისაბონის სპორტინგი
Aa
Aa

Bola na Rede: შესაძლოა ზაფხულში ქოჩორაშვილმა სპორტინგი დატოვოს

გიორგი ქოჩორაშვილმა შესაძლოა ზაფხულში ლისაბონის „სპორტინგი“ დატოვოს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Bola na Rede წერს.

გამოცემის ინფორმაციით, „ალვალადეზე“ ქოჩორაშვილის მომავალი ბუნდოვნად გამოიყურება, შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ ზაფხულში, ნახევარდაცვაში დაგეგმილი „რევოლუციის“ ფარგლებში ქართველმა კლუბი დატოვოს.

გიორგი ქოჩორაშვილი „სპორტინგს“ 2025 წლის ზაფხულში შეუერთდა - „ლომებმა“ მის სანაცვლოდ „ლევანტეს“ 5,5 მილიონი ევრო გადაუხადეს.

ამ დროისთვის ქართველმა ლისაბონური კლუბის მაისურით 22 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე პასი შეასრულა. ბოლოს ქოჩორაშვილმა 5 თებერვალს ითამაშა, მას შემდეგ კი ტრავმის რეაბილიტაციას გადის.

ქართველი ნახევარმცველის კონტრაქტი 2030 წლამდეა გათვლილი, გამოსასყიდი კი 80 მილიონი ევროა. თუმცა, როგორც Bola na Rede წერს, პოტენციური ტრანსფერის შემთხვევაში „სპორტინგი“ მას უფრო მოკრძალებული თანხის სანაცვლოდ შეელევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თავდაჯერება აუმაღლდა“ | რას წერს ბრიტანული პრესა მამარდაშვილზე
„თავდაჯერება აუმაღლდა“ | რას წერს ბრიტანული პრესა მამარდაშვილზე