ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

Kronen Zeitung: კიტეიშვილის დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია

გრაცის „შტურმის“ ქართველი ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის მოედანზე დაბრუნების ვადები ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ ავსტრიული გამოცემა Kronen Zeitung-ი წერს.

„საქართველოს ნაკრების ამხანაგურ მატჩში კიტეიშვილი ტრავმის გამო შეცვალეს. 30 წლის ფეხბურთელის მდგომარეობას ახლა „შტურმი“ იკვლევს. ხანგრძლივი დროით მისი დაკარგვა გრაცელებისთვის საჩემპიონო ბრძოლის კუთხით დიდი დანაკლისი იქნება.

„შტურმის“ ფეხბურთელებმა ვენის „რაპიდთან“ მატჩისთვის მომზადება უკვე დაიწყეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მოხვდება თუ არა განაცხადში კიტეიშვილი. ბოლო ინფორმაციით, კიტეიშვილი მინდორზე დაბრუნების ზუსტი ვადები სამშაბათს ან ოთხშაბათს გახდება ცნობილი“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლმა კიტეიშვილი ისრაელთან მატჩის 56-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალა. „შტურმის“ ნახევარმცველი „ჯვაროსნებს“ ლიეტუვაში, მეორე ამხანაგურ მატჩზე არ გაჰყვა და ავსტრიაში დაბრუნდა.

აქვე გეტყვით, რომ ავსტრიის ბუნდესლიგის დასრულებამდე 8 ტურით ადრე „შტურმი“ 23 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ „რაპიდს“ 1 ქულით, ხოლო ვენის „აუსტრიას“ – 2 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისევ თურქული ვარიანტები | დავითაშვილის ტრანსფერზე აქტიურად იწერება
ისევ თურქული ვარიანტები | დავითაშვილის ტრანსფერზე აქტიურად იწერება