ხვიჩა კვარაცხელია, ფაბრიციო რომანო
Aa
Aa

„დაუფასებელია, ხანდახან ხალხს ავიწყდება, რამდენად სტაბილურია“ | ფაბრიციომ ხვიჩაზე ისაუბრა

ცნობილმა ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. რომანომ „არსენალის“ ინტერესზე გააკეთა კომენტარი და „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელი შეაქო.

„ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების კაპიტანია. კაშკაშებს და „პარი სენ-ჟერმენში“ საოცარ სამუშაოს ასრულებს. სიმართლე გითხრათ, ალბათ, დაუფასებელი ფეხბურთელიცაა, რადგან ხანდახან ხალხს ავიწყდება, პსჟ-ში რამდენად სტაბილურია.

„არსენალის“ ინტერესზე ჭორები ვრცელდება და ჩემი ინფორმაცია ასეთია: „პარი სენ-ჟერმენს“ არანაირი სურვილი არ აქვს, კვარაცხელიას ტრანსფერის თაობაზე ამ ზაფხულს მოლაპარაკებები დაიწყოს. პარიზელებს მისი დამოკიდებულება, პროფესიონალიზმი და სტაბილურობა ძალიან მოსწონთ! არ დაგავიწყდეთ, რომ გუნდში სულ რაღაც 14 თვის წინ გადავიდა.

„პარი სენ-ჟერმენს“ სურს, მასთან დიდხანს ითანამშრომლოს. „არსენალს“ შეტევის გაძლიერება და თავდამსხმელისა და გარემარბის დამატება უნდა, მაგრამ ამას კვარაცხელიას ტრანსფერით ვერ იზამს. ამ მხრივ, კლუბებს შორის კონკრეტული არაფერი ხდება.“

შეგახსენებთ, რომ „კვარა“ საქართველოს ნაკრებთან იმყოფებოდა და ისრაელის წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა. ქართველ ფეხბურთელს მოედანზე 3 აპრილს ვიხილავთ, როდესაც მისი „პარი სენ-ჟერმენი“ „ტულუზას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად ბრაზილიას ნიჭი და ძლიერი დაცვა სჭირდება
ანჩელოტი: მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად ბრაზილიას ნიჭი და ძლიერი დაცვა სჭირდება