ანჩელოტი: მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად ბრაზილიას ნიჭი და ძლიერი დაცვა სჭირდება
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ისაუბრა იმაზე, თუ რის ხარჯზე შეუძლია მის გუნდს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება.
როგორც იტალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, ბოლო ორი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ბრაზილიამ მოიგო, ნიჭისა და დაცვაში ძლიერი თამაშის ფანტასტიკური შერწყმის წყალობით იყო მოპოვებული.
„მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად ბრაზილიას სჭირდება ნიჭი, რომელიც ჩვენ გვაქვს, და ძლიერი დაცვა. სხვა გზა არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ თავდასხმაში თამაში საკმარისი არ არის. ნაკრებში არიან რაფინია და ვინი — ამჟამად საუკეთესოები მსოფლიოში. მჯერა, რომ ისინი მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო თამაშს აჩვენებენ. ორივე ფეხბურთელს ძალიან კარგი ხასიათი და ინდივიდუალიზმი აქვს, — განაცხადა ანჩელოტიმ.
ცნობისთვის, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
გეტყვით ასევე, რომ „პაპა კარლო“ ბრაზილიის ნაკრებს სათავეში 2025 წლის მაისში ჩაუდგა.