კარლო ანჩელოტი, ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებზე: კონტრაქტს 4 წლით გავახანგრძლივებ

კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ბრაზილიის ნაკრების გაწვრთნას 2030 წლამდე აპირებს

„ვფიქრობ, ბრაზილიის ნაკრებთან კონტრაქტს ოთხი წლით გავახანგრძლივებ. ეს სამუშაო ჩემთვის ახალია, მაგრამ მისით ძალიან მოხიბლული ვარ“, — განაცხადა სამხრეთამერიკული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა Movistar-თან ინტერვიუში.

„პაპა კარლომ“ ვინისიუს ჟუნიორთან მუშაობის შესახებაც ილაპარაკა.

„მე მას ველაპარაკე. მოთამაშემ პატივი უნდა სცეს მწვრთნელსა და თავის თანაგუნდელებს. მან მოედანზე თავისი ქცევა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. ბრაზილიელები ძალიან თავმდაბლები არიან, ისინი სულ სხვანაირები არიან. ვინი, რომელიც აქ ჩამოდის, ძალიან განსხვავდება იმისგან, ვინც „რეალში“ თამაშობს“, — აღნიშნა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი ბრაზილიის ნაკრებს სათავეში 2025 წლის მაისში ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 8 მატჩი ჩაატარა და 4 გამარჯვება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს საუკეთესო გარემარბები | ხვიჩა GiveMeSport-ის რეიტინგში
მსოფლიოს საუკეთესო გარემარბები | ხვიჩა GiveMeSport-ის რეიტინგში