მუნდიალზე წამსვლელები - ანჩელოტიმ რამდენიმე ფეხბურთელი დაასახელა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სახელდება. საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს ბრაზილიის ნაკრები, რომელსაც კარლო ანჩელოტი ჩაუდგა სათავეში. სელესაოს გულშემატკივრებს იტალიელი სპეციალისტის ეიმედებათ.
გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ მადრიდის რეალის ყოფილმა დამრიგებელმა იმ ფეხბურთელთა მცირე სია დაასახელა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად წავლენ, თუ, რა თქმა უნდა, ჯანმრთელები იქნებიან.
ალისონი
მარკინიოსი
გაბრიელ მაგალაეში
კაზემირო
ბრუნო გიმარაეში
ვინისიუს ჟუნიორი
ესტევაო
რაფინია
როდრიგო
მატეუს კუნია
გაბრიელ მარტინელი
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 6 ივლისს ჩაერთვება და პირველ მატჩს თბილისის დროით 02:00-ზე მაროკოს წინააღმდეგ გამართავს.
სელესაოს ჯგუფში მაროკოს გარდა ჰაიტი და შოტლანდია არიან. მუნდიალამდე კარლო ანჩელოტის ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს საფრანგეთის და ხორვატიის წინააღმდეგ გამართავს.