იბრაჰიმა კონატე
Aa
Aa

კონატე და სხვები - რეალი ზაფხულში რამდენიმე მცველს გაიფორმებს

„რეალმა“ კვლავ გამოიჩინა ინტერესი „ლივერპულის“ ცენტრალური მცველის, იბრაჰიმა კონატეს მიმართ, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, თუ იქამდე კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.

ცნობილმა ესპანელმა ჟურნალისტმა მატეო მორეტომ Radio MARCA-ს ეთერში განაცხადა, რომ „რეალი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ერთზე მეტი მცველის დამატებას გეგმავს, რადგან ანტონიო რუდიგერი და დავიდ ალაბა, დიდი ალბათობით, კლუბს კონტრაქტების ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვებენ.

გერმანელს გუნდში დარჩენის შანსი აქვს, თუმცა ეს მის ფორმაზე იქნება დამოკიდებული.

„ბლანკოსი“ მანამდეც ინტერესდებოდა კონატეთი, თუმცა მისი ხელფასის მოთხოვნები და თამაშის დონე სერიოზულ დაბრკოლებად მიიჩნეოდა. ახლა „რეალი“ კვლავ დაინტერესდა ფრანგი ფეხბურთელის მდგომარეობით და ზაფხულში ის დაცვის გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები