სუპერლიგა
Aa
Aa

ოფიციალურად: ბარსელონამ სუპერლიგა დატოვა - რეალი მარტო დარჩა

რამდენიმე წუთის წინ, „ბარსელონამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ევროპის სუპერლიგიდან გავიდა.

კლუბის იოფიციალურ ვებ გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც წერია, რომ ამ პროექტს ტოვებს.

7 თებერვალს, კატალონიურმა კლუბმა ოფიციალურად აცნობა სუპერლიგას პროექტიდან გასვლის შესახებ. ამრიგად, მადრიდის „რეალი“ სუპერლიგის ერთადერთ ოფიციალურ მონაწილედ დარჩა.

„ბარსელონა იტყობინება, რომ დღეს მან ოფიციალურად აცნობა „ევროპის სუპერლიგის კომპანიას“ (EUROPEAN SUPER LEAGUE COMPANY) და მის წევრ კლუბებს ევროპის სუპერლიგის პროექტიდან გამოყოფის შესახებ“.

- ნათქვამია განცხადებაში,

კატალონიელთა წინ, სუპერლიგა ტურინის „იუვენტუსმა“ დატოვა. რაც შეეხება „რეალს“, ფლორენტინო პერესი ჯერჯერობით ბოლომდე იდეის ერთგულად რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები