ფიგუს მსგავსი ოპერაცია - პერესი პედრის ტრანსფერისთვის ემზადება
ფლორენტინო პერესი ისეთი ხმაურიანი ტრანსფერისთვის ემზადება, როგორიც მას უკვე 26 წელია არ განუხორციელებია. „რეალის“ პრეზიდენტი „ბარსელონადან“ ნახევარდაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურის პედრის დამატებას აპირებს და საამისოდ 2027 წლის ზაფხული სატრანსფერო ფანჯრის ბიუჯეტში ყველაფერი განსაზღრული აქვს. პერესს სურს ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველის წართმევით უშუალო კონკურენტს ისეთივე ფსიქოლოგიური დარტყმა და ზიანი მიაყენოს, როგორც 2000 წელს ლუიშ ფიგუს შემთხვევაში მიაყენა.
ამის თაობაზე პირველად ინფორმაცია ხუთშაბათს, საკუთარ Youtube-არხზე ცნობილმა ჟურნალისტმა სირო ლოპესმა გააკეთა, რომელიც კატალონიურ Sport-თან აქტიური თანამშრომლობით გამოირჩევა. მოგვიანებით იგივე სახის ინფორმაცია მედიის კიდევ ორმა წარმომადგენელმა რობერტო გომესმა და ხუან გატომ დაწერა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ამ სამი ჟურნალისტის სატრანსფერო ინფორმაციები საბოლოდ ყოველთვის დასტურდება, რის გამოც კატალონიური გრანდის ქომაგებს შეშფოთების საფუძველი აქვთ.
ცნობისათვის, პედრის „ბარსელონასთან“ ხელშეკრულება 2030 წლამდე აკავშირებს და კონტრაქტში მის გამოსასყიდ ფასად 1 მილიარდი ევროა მითითებული.