მარსელო
Aa
Aa

უნიჭიერეს ფეხბურთელად მიიჩნევენ - მარსელოს შვილი რეალში ითამაშებს

კარიერის დასრულების შემდეგ მარსელოს მთავარი საზრუნავი შვილის პროფესიონალურ საქმიანობაში ხელშეწყობა გახლავთ და ამ მხრივ მათ ოჯახში სერიოზული სიახლეც მოხდა. „რეალის“ ყოფილი მარცხენა მცველის 16 წლის შვილმა ენცო ალვეშმა, რომელიც 2024 წლიდან მადრიდის კლუბის აკადემიაში ვარჯიშობს, თავისი პირველი პროფესიული კონტრაქტი სწორედ „ბლანკოსთან“ გააფორმა.

ალვეში ამპლუით ცენტრალური თავდამსხმელია, რომელიც „რეალის“ 18-წლამდე გუნდში თამაშობს და როგორც ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იუწყება, ფლორენტინო პერესი და „კასტილიის“ მწვრთნელები მასში უდიდეს ნიჭს ხედავენ, რის გამოც კლუბის გრძელვადიანი პროექტის ნაწილად მოიაზრებენ. ხელშეკრულების გაფორმების დროს, „ვალდებებასის“ ბაზაზე თავად მარსელოც იმყოფებოდა, თუმცა შვილთან და მის საფეხბურთო მონაცემებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან და საჯაროდ საუბრისგან თავს მაქსიმალურად იკავებდა.

ცნობისათვის, მარსელო ვიეირა „რეალში“ 2007-2022 წლებში თამაშობდა და მადრიდული გუნდის რიგებში 6-ჯერ ლა ლიგა, 2-ჯერ კოპა დელ რეი, 5-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 3-ჯერ ევროპის სუპერთასი და 4-ჯერ ფიფას საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალონსო ზიზუს შეუერთდა - რეალის მწვრთნელები, რომლებმაც ბარსასთან ცუდად დაიწყეს
ალონსო ზიზუს შეუერთდა - რეალის მწვრთნელები, რომლებმაც ბარსასთან ცუდად დაიწყეს