ხვიჩა კვარაცხელია, მარსელო
Aa
Aa

„მისი დრიბლინგი მიყვარს“ - მარსელო კვარაცხელიაზე

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მცველმა და კაპიტანმა, მარსელომ, უპასუხა შეკითხვას, თუ რომელი მოქმედი ფეხბურთელი მოსწონს ყველაზე მეტად დრიბლინგის თვალსაზრისით.

37 წლის ბრაზილიელმა ამ მიმართულებით ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.

„ახლა „რეალის“ ახალგაზრდულ გუნდში არის ერთი მოთამაშე, სახელად გაბრი. ის პირველი კლასის ფეხბურთელია. სავარაუდოდ, ეს ბიჭი მოხვდება ძირითად შემადგენლობაში, რადგან მას შესანიშნავი დრიბლინგი აქვს. ლამინ იამალის მსგავსად, ის კარგად აკონტროლებს ბურთს და კიდევ, მე მიყვარს ხვიჩა კვარაცხელიას დრიბლინგი“, – თქვა მარსელომ  AS-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია 2025 წლის იანვრიდან პსჟ-ში თამაშობს. მიმდინარე სეზონში ხვიჩამ 17 მატჩი ჩაატარამ 3 გოლი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილის მოგერიება ასტონ ვილასთან თვის სეივის წოდებისთვის იბრძვის
მამარდაშვილის მოგერიება ასტონ ვილასთან თვის სეივის წოდებისთვის იბრძვის