ფიფას რეიტინგი განახლდა | საქართველოს ნაკრებმა პოზიცია გაიუმჯობესა
მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, FIFA-მ სანაკრებო რეიტინგი განაახლა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 1350.18 ქულით მდგომარეობა ერთი პუნქტით გააუმჯობესა და 73-დან 72-ე ადგილზე გადაინაცვლა.
„ჯვაროსნების“ უშუალო მდევრები ფინეთი (1346.41 ქულა) და განა (1346.31 ქულა) არიან, ხოლო ჩვენ წინ იამაიკა (1358.00 ქულა), ჩრდილოეთ ირლანდია (1362.16 ქულა) და კაბო ვერდე (1366.13 ქულა) იმყოფებიან.
რეიტინგის პირველ ადგილზე საფრანგეთია, რომელმაც მდგომარეობა ორი პოზიციით გაიუმჯობესა. ესპანეთმა და არგენტინამ თითო პოზიცია დაკარგეს და მეორე და მესამე ადგილებზე არიან, ხოლო „ალბისელესტეს“ ინგლისი და პორტუგალია მოჰყვებიან.
ბრაზილია მეექვსე ადგილზეა, ნიდერლანდები — მეშვიდეზე, მაროკო — მერვეზე, ბელგია — მეცხრეზე, გერმანია კი — მეათეზე.
შეგახსენებთ, რომ სანაკრებო პაუზის ფარგლებში ჩვენი გუნდი 26 მარტს, თბილისში, ისრაელის ეროვნულ ნაკრებს დაუზავდა (2:2), 29 მარტს კი ლიეტუვის ნაკრებს სტუმრად, კაუნასში 2:0 მოუგო.
ივნისში ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურ მატჩში რუმინეთს დაუპირისპირდება.
ფოტო: nakrebi.ge