თორნიკე კვარაცხელია
Aa
Aa

თორნიკე კვარაცხელიას დებიუტი - დინამომ იბერია 1999 დაამარცხა

Crystalbet ეროვნული ლიგის მორიგ ტურში თბილისის დინამომ იბერია 1999-ს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

თემურ ქეცბაიას გუნდის გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი ლეგიონერებმა შეიტანეს.

ანგარიში 33-ე წუთზე დონკორმა გახსნა, რასაც 45-ე წუტზე იორომ უპასუხა და მატჩის საბოლოო შედეგი 2:0 დააფიქსირა.

აღნიშნულ მატჩში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. შეხვედრის 70-ე წუთზე თბილისის დინამოს რიგებში ხვიჩა კვარაცხელიას ძმის, თორნიკე კვარაცხელიას დებიუტი შედგა.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ დინამოს 21 ქულა დაუგროვდა და ლიდერ იბერიასთან ქულათა სხვაობა სამამდე შეამცირა. შემდეგ ტურში, თბილისური კლუბი გორის დილას ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები