თემურ ქეცბაია
Aa
Aa

ბაზაზე სიცივე და გარეთ გაჭირვებული ხალხი | ქეცბაია 90-იანი წლების ეროვნულ ნაკრებზე

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ნიუკასლის ყოფილმა ფეხბურთელმა თემურ ქეცბაიამ, რომელიც ამჟამად თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელია, იუთუბგადაცემა „საქართველოს დაბადებაში'' სტუმრობისას 90-იანი წლების ეროვნული ნაკრები გაიხსენა, როცა ქვეყანაში მძიმე მდგომარეობა იყო, რაც ფეხბურთელებს თავიანთ საქმეზე კონცენტრირებაში ხელს უშლიდა.

თემურ ქეცბაია: „ჩვენი თაობა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ბაზაზე ვცხოვრობდით, ფანჯარა და გათბობა არ იყო, სპორტულებით ვიწექით, ბაზის გარეთ გაჭირვებული ხალხი გველოდებოდა. ფეხბურთზე ფიქრის საშუალება არ გვქონდა. ფეხბურთზე ფიქრს მაშინ ვიწყებდით, როცა მოედანზე გავდიოდით. სულ პრობლემები, პრობლემები და ეს პრობლემები არ მთავრდებოდა. იცი რომ, ვიღაცა მოდის და დახმარება უნდა. ყველას ხომ ვერ დაეხმარები? ვიღაცას დაეხმარე, ვიღაცას ვერ დაეხმარა და ამაზე ფიქრობ... ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე დრო გამოვიარეთ.

ჩვენ დროს რომ ერთა ლიგა ყოფილიყო, აუცილებლად მოვხვდებოდით ფინალურ ეტაპზე''.

 1990-2003 წლებში თემურ ქეცბაიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 52 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა | კვარაცხელია უკვე ტოპ 10-შია
Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა | კვარაცხელია უკვე ტოპ 10-შია