ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, შონ ომალი, ტიმ უელჩი
Aa
Aa

„ადრე, მისი ყველას ეშინოდა, ახლა კი...“ - ომალის მწვრთნელმა ილიაზე ისაუბრა

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის ყოფილი ჩემპიონი, ტიმ უელჩი ილია თოფურიას შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ჯასტინ გეიჯისთან მარცხის შემდეგ ილია ჩვეულებრივ ადამიანად იქცა.

რა თქვა უელჩმა:

„ვფიქრობ, ახლა თოფურია ჩვეულებრივი ადამიანი გახდა. იმ გაგებით, რომ ახლა ყველა მეტოქემ იცის — მისი დამარცხება შესაძლებელია. ადრე, მისი პრაქტიკულად ეშინოდათ. იგრძნობოდა ის უცნაური აურა... იყო თავდაჯერება, რომ ის ნებისმიერს გაანადგურებდა. ახლა კი ეს ყველაფერი ოდნავ გაიფანტა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ისეთივე დომინანტი ვეღარ იქნება“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაკარგა. მიღებული დაზიანებების შემდეგ ქართველი მებრძოლი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს და რამდენიმე საათის წინ გაწერეს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ათლეტურმა კომისიამ ილიას ბრძოლის გამართვა მინიმუმ 6 თვით აუკრძალა, 60 დღის განმავლობაში კი კონტაქტური ვარჯიშის ჩატარებასაც ვერ შეძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასე რომ გაეკეთებინა, ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვებდა“ - ომალის მწვრთნელის ანალიზი
„ასე რომ გაეკეთებინა, ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვებდა“ - ომალის მწვრთნელის ანალიზი