„ძალიან არ მომწონს ილიაზე ასე რომ ლაპარაკობს“ | დვალიშვილი ცარუკიანზე
მერაბ დვალიშვილი MMA Junkie-ის პოდკასტის სტუმარი იყო და RAF-ის მოახლოებულ ღონისძიებაზე ისაუბრა, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს. „მანქანას“ არმან ცარუკიანის შესახებ დაუსვეს შეკითხვა და მერაბმა განაცხადა, რომ ძალიან არ მოსწონს, თუ როგორ საუბრობს ცარუკიანი ილია თოფურიაზე.
„არმან ცარუკიანი კარგი სპორტსმენია, მაგრამ არ შემიძლია, ეს არ ვთქვა. არ მომწონს, ჩემს ძმაზე, ილია თოფურიაზე, ისევ ბინძურად რომ ლაპარაკობს. ილიას მაგარი ჩხუბი ჰქონდა და ბრწყინვალე ბრძოლა შემოგვთავაზა. ის ყველასგან მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს.
მესმის, რომ არმანს მასთან ჩხუბი უნდოდა, მაგრამ ჩემი ძმის მიმართ უპატივცემულობა არავინ უნდა გამოიჩინოს. როგორც სპორტსმენს, ცარუკიანს პატივს ვცემ, მაგრამ, ამავდროულად, არ მომწონს, როგორ ლაპარაკობს მებრძოლზე, რომელმაც ახლახან ნამდვილი ომი გამოიარა“.
ცნობისთვის, ჯასტინ გეიჯისთან წაგებული ჩხუბის შემდეგ ცარუკიანმა ილიას შესახებ ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: „ილია „მეტი აღარ“ თოფურია“. გარდა ამისა, არმანის მეგობარმა გეიჯის გამარჯვებაზე 1 მილიონი აშშ დოლარი დადო და მოგების შემდეგ ცარუკიანმა „ელ მატადორს“ მიმართა, სამედიცინო ხარჯებისთვის ფული ხომ არ სჭირდებოდა.