დენა უაითი
Aa
Aa

UFC ახალი მასშტაბური ღონისძიებისთვის ემზადება

„სფეროს“ არენასა და „თეთრ სახლში“ გრანდიოზული ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, მსოფლიოს უძლიერესი ლიგა მორიგ მასშტაბურ პროექტზე მუშაობს, რის შესახებაც UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა ისაუბრა.

„ჩემი საწარმოო განყოფილების ხელმძღვანელი კრეიგ ბორსარი იმდენად თავდაჯერებულია მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში ტურნირი ბრწყინვალედ ჩაატარა, რომ ახლა განვიხილავთ რაღაცას, რაც სწორედ მან მოიფიქრა - ეს მისი იდეა იყო. ის ძალიან მომწონს, მაგრამ ჯერ კიდევ მჭირდება გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება“,

- განაცხადა უაითმა პეტ მაკაფის შოუში.

უაითს დამატებითი დეტალები არ გაუმჟღავნებია ღონისძიების შესახებ, რომელიც დამუშავების პროცესშია, თუმცა აღნიშნა, რომ მასშტაბით „თეთრ სახლში“ ჩატარებულ ტურნირს ვერაფერი გადააჭარბებს.

„თეთრი სახლის მსგავსი აღარაფერი განმეორდება. იმ საღამოსგან ისედაც უდიდესი მოლოდინები გვქონდა, მაგრამ ნანახმა უბრალოდ გამაოცა. ეს არის ყველაზე დიადი მოვლენა, რომლის ნაწილიც ოდესმე ვყოფილვარ. იქ ყოფნა და ყველაფრის ცოცხლად ხილვა უბრალოდ საოცარი იყო“,

- შეაჯამა UFC-ის ხელმძღვანელმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები