ისლამ მახაჩევი, იან მაჩადო გარი
Aa
Aa

„შემიძლია პირველივე რაუნდში გავთიშო, რადგან საუკეთესო ვარ“ - მახაჩევი გარიზე

ამ შაბათ-კვირას ისლამ მახაჩევი ოქტაგონზე დიდხანს გაჩერებას არ აპირებს და არ გამორიცხავს, რომ იან მაჩადო გარის წინააღმდეგ სატიტულო ბრძოლის დასრულებას პირველივე რაუნდში შეძლებს.

„მე უბრალოდ გრეპლერი არ ვარ. მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი ვარ. ჩვენ უბრალოდ ჩვენს გეგმას უნდა მივყვეთ. მასზე ზეწოლას მოვახდენთ, პრესინგს მივმართავთ და გასაქცევ სივრცეს არ მივცემთ. ამ ბრძოლას გავაკონტროლებ და შემიძლია ის მარტივი გავხადო.

ყველამ იცის, რომ დაღესტნური ჭიდაობა საუკეთესოა მსოფლიოში, მაგრამ ნებისმიერ შანსს გამოვიყენებ, რომ ბრძოლა ვადაზე ადრე დავასრულო. უბრალოდ ჩემს გეგმას უნდა მივყვე და მის დამარცხებას პირველივე რაუნდში შევძლებ“,

- ციტირებს მახაჩევის სიტყვებს გამოცემა Fighters Only.

სატიტულო ბრძოლა დაღესტნელსა და ირლანდიელს შორის 15 აგვისტოს ფილადელფიაში, UFC 330-ის ტურნირის მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები