ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, ფრენკი ედგარი
Aa
Aa

„ილია ასეთ პოზიციაში არასდროს ყოფილა“ - UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა გეიჯისთან ბრძოლა შეაფასა

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, ფრენკი ედგარი ამბობს, რომ ჯასტინ გეიჯიმ ილია თოფურიას ყველაზე სუსტი წერტილი გამოავლინა, როდესაც ივნისში, UFC Freedom 250-ზე, აქამდე დაუმარცხებელი ჩემპიონი დაამარცხა.

ედგარმა, რომელიც ბრძოლას ედი ალვარესთან ერთად უყურებდა, Bowks Talking Bouts-თან საუბრისას განაცხადა, რომ გამარჯვებას გეიჯის უწინასწარმეტყველებდა, თუმცა ბრძოლის ამგვარ დასასრულს არ ელოდა.

რას ამბობს ფრენკი ედგარი:

„უკან დახევით ჩხუბი მისი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არი. თოფურია უბრალოდ არ არის მიჩვეული იმას, რომ სიტუაციას თავად არ აკონტროლებს. გეიჯის ჯები საოცარი იყო, ამან თოფურია ადრეულ ეტაპზე დააზიანა და ამ დაზიანებამ ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი წყობიდან გამოიყვანა. ეს იყო ჯასტინ გეიჯის საუკეთესო ბრძოლა - სიმამაცე, გული და საქმის ბოლომდე მიყვანა.“

ცნობისათვის, ბოლო ინფორმაციით ჯასტინ გეიჯი კარიერის დასრულებამდე სავარაუდოდ კიდევ ერთ ბრძოლას ჩაატარებს, რომელიც მისთვის ფინანსურად ძალიან მომგებიანი უნდა იყოს, რის გამოც გამორიცხული არ არის, რომ ქამარი ვაკანტური გახადოს, ზედა წონაში ავიდეს და ქვესაშუალო დივიზიონის ჩემპიონთან იჩხუბოს. პარალელურად, გუნდის წარმომადგენლები ამერიკელთან დაუყოვნებლივ რევანშს ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეტი ფული მოითხოვა“ - მახაჩევი თოფურიასთან ჩაშლილ ჩხუბზე
„მეტი ფული მოითხოვა“ - მახაჩევი თოფურიასთან ჩაშლილ ჩხუბზე