ხვიჩა კვარაცხელია, ოქროს ბურთი, ვიტინია
Aa
Aa

„კვარას საოცარი სეზონი ჰქონდა“ - ვიტინიამ ოქროს ბურთის ფავორიტებზე ისაუბრა

პსჟ-ს ნახევარმცველმა, ვიტინიამ სუპერთასის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ოქროს ბურთის ფავორიტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუ ჯილდოს პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი მოიგებს.

რას ამბობს ვიტინია:

„ბევრი კარგი ფეხბურთელია, რომელსაც წელს „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლია. ჩემი აზრით, სამართლიანი იქნებოდა, თუ ეს პსჟ-ს მოთამაშე იქნებოდა. თუნდაც კვარა, რომელმაც წარმოუდგენელი სეზონი ჩაატარა, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე. ან უსმან დემბელე, რომელსაც კიდევ ერთი შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. იგივე ფაბიანი, რომელმაც ყველაფერი მოიგო. ასე რომ, მე ამ არჩევანს გავაკეთებდი. ამ სამიდან ავირჩევდი.

თუმცა, რა თქმა უნდა, სხვა ბევრი კარგი მოთამაშეც არის. კეინი, კილიანი... იმედია, არავინ მავიწყდება. ისინიც მართლაც, მართლაც მაგარი ფეხბურთელები არიან. საბოლოო ჯამში კი, მე ხმას პარიზელს მივცემდი „ოქროს ბურთის“ მოსაგებად.“

„პარი სენ-ჟერმენი“ დღეს, უეფას სუპერთასზე „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება. მატჩი ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში, საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ენრიკე: “ჩვენი მიზანი მესამე ჩემპიონთა ლიგის მოგებაა“
ენრიკე: “ჩვენი მიზანი მესამე ჩემპიონთა ლიგის მოგებაა“