Sport: კვარაცხელია სუპერთასს სრულ მზადყოფნაში ხვდება
ესპანური გამოცემა Sport-ი უეფას სუპერთასზე „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ასტონ ვილას“ შორის დღეს გასამართ მატჩზე წერს და პარიზელთა ქართველ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას ახსენებს.
„საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები, ისევე როგორც ფაბიან რუისი და აშრაფ ჰაკიმი ვარჯიშებს 8 აგვისტოდან შეუერთდნენ, ხოლო მარკინიოსს, ნუნო მენდეშს, ვიტინიასა და ჟოაო ნევეშს ამხანაგურ მატჩებში მხოლოდ 30 წუთი აქვთ ნათამაშები. თუმცა, ერთი ვარსკვლავი ამ მატჩს სრულ მზადყოფნაში ხვდება და ეს ხვიჩა კვარაცხელიაა.
ბოლო ორი თვის განმავლობაში, მსოფლიო ჩემპიონატზე არყოფნის გამო, ხვიჩა მედიის ყურადღებას იყო მოკლებული, თუმცა ახლა მას ექნება შესაძლებლობა, კვლავ აჩვენოს ყველას, თუ როგორი შესანიშნავი ფეხბურთელია.
ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინვალე თამაშით ხვიჩამ MVP-ს ჯილდო დაიმსახურა და „ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთი ძლიერი პრეტენდენტი გახდა. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, კვარაცხელია „ასტონ ვილასთან“ ძირითად შემადგენლობაში იქნება“.
ცნობისთვის, პსჟ-ასტონ ვილას მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.