„ცუდ ბიჭს თამაშობს, სინამდვილეში კი მოკრძალებულია“ - მახაჩევმა გარი დაახასიათა
ისლამ მახაჩევსა და იან მაჩადო გარის შორის UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და დაძაბულობა სულ უფრო მატულობს. დაღესტნელთან შედარებით ირლანდიელი გაცილებით უფრო ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩევა, რაც როგორც ჩანს, თავად ისლამმაც კარგად შენიშნა და სწორედ ამ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება, როდესაც მედიის წარმომადგენლებმა მომავალი მეტოქის შეფასება სთხოვეს.
ისლამ მახაჩევი
გარი ცდილობს თავი ცუდ ადამიანად წარმოაჩინოს, აძლევს ჟურნალისტებს ბევრ ინტერვიუს და ცუდ ამბებზე საუბრობს, არადა სინამდვილეში ის მოკრძალებული ადამიანია, რაც მეც და ყველა გულშემატკივარმა კარგად იცის. თუ ვცდები და მოკრძალებული არ არის, მაშინ ვაიძულებ ბრძოლის შემდეგ ასეთ გახდეს. მე ყველას ვაფასებ და ვაფასებ იმასაც, რასაც იანმა მიაღწია თავისი საბრძოლო თვისებების ხარჯზე. ამ დივიზიონში ბევრი პრეტედენტია და საჭიროა კონცენტრაცია მაქსიმალურად შეინარჩუნო.
ვეცდები მის დევნას, დაჭერას და წაქცევას. შესაძლოა ბევრი ერთფეროვან მებრძოლს მიწოდებდეს და ყველა იცოდეს ჩემი საბრძოლო გეგმის შესახებ, მაგრამ მაინც ვერ ახერხებენ ამის წინააღმდეგ ვერაფრის მოფიქრებას. ვფიქრობ ფილადელფიაში პუბლიკა ჩემს მხარეს იქნება, რადგან მაჩადო გარი არავის უყვარს.
ცნობისათვის, ისლამ მახაჩევს კარიერაში ჩატარებული 29 ბრძოლიდან 28 აქვს მოგებული აქვს და მხოლოდ ერთხელ, 11 წლის წინ, ადრიანო მარტინსთან დამარცხდა. მას 16-ბრძოლიანი მოგებათა სერია აქვს და კიდევ ერთხელ გამარჯვების შემთხვევაში, ანდერსონ სილვას მიღწევას გააუმჯობესებს.