ილია თოფურია, იკრამ ალისკეროვი
Aa
Aa

„გადამწყვეტი როლი თოფურიას შეცდომამ ითამაშა“ - ალისკეროვი ილია-გეიჯის ჩხუბზე

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის რუსმა მებრძოლმა და რეიტინგის მე-14 ნომერმა, ირკამ ალისკეროვმა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამერიკელი მებრძოლის გამარჯვებით გაკვირვებული დარჩა.

რას ამბობს ალისკეროვი:

„მეგონა, თოფურია მას ნოკაუტით გაიმარჯვებდა. გეიჯიმ გამაკვირვა — მან შესანიშნავი კარდიო აჩვენა და დარტყმებსაც კარგად გაუძლო. პატივისცემა მას, შესანიშნავად იბრძოლა.“

„ვფიქრობ, ამ ბრძოლაში გადამწყვეტი როლი თოფურიას შეცდომამ ითამაშა. მეორე რაუნდში ის „არმბარზე“ არ უნდა წასულიყო, ძალიან ბევრი ენერგია დახარჯა. ეს საბედისწერო შეცდომა იყო. ასეთ დონეზე მტკივნეულ ილეთზე ვინ წამოეგება?“

შეგახსენებთ, რომ თეთრი სახლის მთავარ ივენთზე ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაკარგა. მიღებული დაზიანებების შემდეგ ქართველი მებრძოლი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს და რამდენიმე საათის წინ გაწერეს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ათლეტურმა კომისიამ ილიას ბრძოლის გამართვა მინიმუმ 6 თვით აუკრძალა, 60 დღის განმავლობაში კი კონტაქტური ვარჯიშის ჩატარებასაც ვერ შეძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თითქოს საერთოდ არ უჩხუბია“ | როგორია ილიას ჯანმრთელობის მდგომარეობა
„თითქოს საერთოდ არ უჩხუბია“ | როგორია ილიას ჯანმრთელობის მდგომარეობა