„ამ შემთხვევაში გამარჯვების შანსი ექნება“ - პორიემ მაჩადო გარიზე ისაუბრა
ისლამ მახაჩევისა და იან მაჩადო გარის საჩემპიონო დაპირისპირების წინ მედიის წარმომადგენლები ყველაზე ხშირად იმ მებრძოლებს ართმევენ ინტერვიუებს, რომლებიც როგორც დაღესტნელს, ასევე ირლანდიელს დამარცხებული ჰყავთ. ერთ-ერთი მათგანი დასტინ პორიე, რომელსაც ისლამმა ორიოდე წლის წინ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო დაპირისპირებაში აჯობა. რის ხარჯზე შეიძლება დაამარცხოს მაჩადო გარიმ მახაჩევი, სწორედ ამ კითხვით მიმართა „ბრილიანტს“ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა და მისგან ასეთი პასუხი მიიღო:
„თუ იანი შეძლებს ისლამის თეიქდაუნებისგან თავდაცვას, მოახერხებს კარგად გადაადგილებას და გალიის ცენტრში პოზიციებს არ დაკარგავს, სავსებით შესაძლებელია ბრძოლა მისი გამარჯვებით დასრულდეს. თუმცა, რატომღაც მგონია, რომ ხუთი რაუნდის განმავლობაში მაჩადო მუდმივად თავდაცვას ისლამისგან ვერ შეძლებს და რამდენად იყოჩაღებს პარტერში, მისი წარმატება სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული“.
შეგახსენებთ, რომ დასტინ პორიემ მებრძოლის კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა და ამჟამად დეპრესიას ებრძვის, რის გამოც სკანდალში გაეხვა, აეროპორტში ნასვამ მდგომარეობაში შენიშნეს და ამის როგორც ფოტო, ასევე ვიდეომასალა ინტერნეტის საშუალებით გავრცელდა.