თბილისის ლოკომოტივი
Aa
Aa

სენსაცია საქართველოს თასზე - სამგზის ჩემპიონი თასს გამოეთიშა

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული კლუბის „ლოკომოტივის“ რეგრესს ბოლო არ უჩანს. ჯერ შარშანდელ სეზონში თბილისის კლუბი Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგა 2-დან მესამე დივიზიონში დაქვეითდა, ახლა კი, დავით ყიფიანის სახელობის თასის მეორე ეტაპზე მოყვარულთა ლიგის ჩემპიონ „ბასასთან“ 1:2 დამარცხდა.

გლდანის საფეხბურთო ცენტრში გამართულ შეხვედრაში „ბასა“ მე-7 წუთზე გიორგი ჯინიკაშვილმა დააწინაურა, რასაც გიორგი ხიდეშელის მომზადებული „ლოკომოტივის“ მხრიდან მე-20 წუთზე ნიკოლოზ ცარციძემ უპასუხა. გამარჯვების გოლი კი, არბიტრის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე ვერეოვაჟი კლიფ-ნიამ გაიტანა. აქვე გეტყვით, რომ სანამ „ლოკომოტივთან“ სენსაციურ გამარჯვებას მოიპოვებდა, „ბასამ“ თასის წლევანდელი გათამაშება ფოთის „კოლხეთი“ 2-თან გამარჯვებით დაიწყო.

ცნობისათვის, თბილისის „ლოკომოტივი“ საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს ჩემპიონი ორჯერ, 1937 და 1945 წლებში გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კი ქვეყნის თასი სამჯერ, 2000, 2002 და 2005 წლებში მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თბილისის დინამომ 23 წლის გვინეელი ფორვარდი წარადგინა
თბილისის დინამომ 23 წლის გვინეელი ფორვარდი წარადგინა