ლიონელ მესი, ლუის სუარესი, ლამინ იამალი
Aa
Aa

სუარესი: მესისა და იამალის შედარება შეუფერებელია - ნახეთ ამ ასაკში ლეო რა დონეზეა

ლუის სუარესმა ლამინ იამალზე ისაუბრა და მასსა და ლიონელ მესის შორის შედარების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

- ლამინმა იცის, რომ მთელი ყურადღება მასზეა გამახვილებული.

„მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არაერთი შესანიშნავი მოთამაშე გამოირჩევა, ლამინს ბევრი აკვირდება. მან ეს იცის და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე შესანიშნავად იღებს“.

- გაგონებთ თუ არა ის მესის მისი კარიერის დასაწყისში?

„შედარება უადგილოა. ისინი განსხვავებული მოთამაშეები არიან. დიახ, ორივე ცაციაა, აქვთ ოსტატობა, მაგრამ სხვადასხვა ფეხბურთელები არიან. შედეგები თავისთავად მეტყველებს. შეხედეთ, რის მიღწევას აგრძელებს ლეო თავის ასაკში.

იმედი ვიქონიოთ, რომ ლამინი დაახლოებით იმავე დონეს მაინც მიაღწევს“.

- განაცხადა ლუის სუარესმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები